"ნაცმოძრაობის" ლოიალური ფრთასა და "ქართულ ოცნების" ზოგიერთ სუბიექტს შორის კოალიციის შექმნა იგეგმება, რომლის რუხი კარდინალიც ბოკერია იქნება"

პარტია "ეროვნულების" ლიდერის სანდრო ბრეგაძის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ, "ნაციონალური მოძრაობის" ლოიალური ფრთასა და "ქართულ ოცნებაში" შემავალ ზოგიერთ სუბიექტს შორის კოალიციის შექმნა იგეგმება, რომლის რუხი კარდინალიც უშიშროების ამჟამინდელი მდივანი გიგა ბოკერია იქნება".

ამის შესახებ ბრეგაძე facebook-ის თავის გვერდზე წერს.

"ბატონი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ, რამდენიმე თვეში დაგეგმილია ახალი ე.წ. "პროდასავლური" კოალიციის შექმნა, რომელშიც შევლენ "ნაციონალური მოძრაობის" ლოიალური ფრთა და კოალიცია "ქართულ ოცნებაში" შემავალი ერთი ან ორი სუბიექტი. მოლაპარაკებები ამ საკითხზე უკვე მიმდინარეობს (უცხოელების დახმარებით). ერთ-ერთი მთავარი ფიგურა, რომელიც ამ პოლიტიკური კონფიგურაციის ჩამოყალიბებისთვის "იღწვის", უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია გახლავთ. ისმის ლოგიკური კითხვა – პირველ ოქტომბერს ხალხმა ხმა "ნაციონალებთან" კოჰაბიტიაციას მისცა? შემდეგ "ნაცმოძრაობის" გადარჩენისათვის სახელმწიფოებრივი ამოცანის სტატუსის მინიჭებას? და ბოლოს, "ნაცებთან" ახალი კოალიციის შექმნას? მგონი ამისთვის ხმა არავის მიუცია", - წერს ბრეგაძე.

ბრეგაძის თქმით, როგორც მისთვის გახდა ცნობილი, "გიგა ბოკერია ამ შესაძლო კოალიციის რუხი კარდინალი იქნება".