ალასანია იმედოვნებს, რომ გერასიმოვის მიერ დაწესებული შეზღუდვა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გავრცელდება

ალასანია იმედოვნებს, რომ გერასიმოვის მიერ დაწესებული შეზღუდვა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გავრცელდება

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია იმედოვნებს, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის ხელმძღვანელის მიერ დაწესებული შეზღუდვა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გავრცელდება. 

ამის შესახებ ალასანიამ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის ხელმძღვანელის ვალერი გერასიმოვის იმ ბრძანების კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმად, საქართველო იმ ქვეყნების ჩამონათვალში მოხვდა, სადაც რუს სამხედროებს დასვენება ეკრძალებათ.

"მე შემიძლია, მხოლოდ იმედი გამოვთქვა იმისი, რომ ეს შეზღუდვა გავრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონშიც", - განაცხადა ალასანიამ.