"ჩემი მხრიდან არ იქნება მართებული, 26 მაისს განვითარებულ მოვლენებზე განცხადება გავაკეთო"

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რიჩარდ ნორლანდის განცხადებით, "მისი მხრიდან 2011 წლის 26 მაისს განვითარებულ მოვლენებზე განცხადების გაკეთება მართებული არაა"

ნორლანდმა ჟურნალისტებთან 26 მაისის საქმეზე კომენტარი გააკეთა.

"2011 წლის მაისში პირადად მე არ ვიმყოფებოდი საქართველოში, მაგრამ ნამდვილად ვიცი, რომ ეს იყო საშინელი ტრაგედია საქართველოსთვის. რომ გადავავლოთ თვალი, მაშინ ამერიკული მხარის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, აღნიშნულია მოწოდებები, რომ ჩატარდეს სრულფასოვანი გამოძიება და დადგეს პასუხისმგებლობა იმ პირებისა, რომლებიც აგებენ პასუხს. მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ ისიც, რომ დღეს სასამართლო პროცესი მიმდინარეობს და ჩვენი მხრიდან არ იქნება მართებული სასამართლო პროცესის ფონზე რაიმე განცხადება გავაკეთოთ", - განაცხადა ნორლანდმა.