საპარლამენტო უმცირესობის წევრის გიორგი ბარამიძის განცხადებით, "ხელისუფლებას გარიგება სურს იმ ნაძირლების ჯგუფთან, რომელიც ფარული ვიდეოგადაღებით იყო დაკავებული".
ამის შესახებ ბარამიძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ამნისტიის შესახებ კანონის პროექტს განიხილავენ.
"ყველა, ვინც იყო ამ უმსგავსობაში გარეული, მნიშვნელობა არ აქვს, დაბალი თუ მაღალი თანამდებობის პირია ეს, უნდა იქნეს გამოვლენილი და უმკაცრესად დასჯილი და დასჯილი მაშინ, როცა ეს გამოვლინდება. ჩვენ გვაქვს სერიოზული ეჭვი, რომ ხელისუფლებას სურს იმ ნაძირლების ჯგუფთან, რომელიც ამით იყო დაკავებული, რაღაც გარიგება განახორციელოს. ამავდროულად, თავის პოლიტიკურ მიზანს მიაღწიოს, რომ ამით ჩირქი მოსცხოს მთელ "ნაციონალურ მოძრაობას" და ეს ადამიანები თავისი პოლიტიკური მიზნისთვის გამოყენოს", - განაცხადა ბარამიძემ.