საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელ რობერტ სტურუას უმასპინძლა.
პრემიერის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილმა რობერტ სტურუა დაბადებიდან 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით მიიღო.
"რობერტ სტურუას წელს დაბადებიდან 75 წელი უსრულდება. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ბიძინა ივანიშვილმა მას საზაფხულო რეზიდენციაში უმასპინძლა. პრემიერ-მინისტრმა ცნობილ ქართველ რეჟისორს დღეგრძელი სიცოცხლე და ხანგრძლივი შემოქმედებითი ცხოვრება უსურვა", - აცხადებენ პრემიერის ადმინისტრაციაში.