ოკუპანტებმა სოფელ გაგიდაში ორი ქართველი დააკავეს

ოკუპანტებმა სოფელ გაგიდაში ორი ქართველი დააკავეს

რუსმა ოკუპანტებმა სოფელ გაგიდაში ორი ქართველი, ბადრი ქირია და გოგა ჯოჯუა დააკავეს. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იტყობინება , მათი დაკავება გუშინ მოხდა, თუმცა აღნიშნული ფაქტი დღეს გახდა ცნობილი. 

ზუგდიდის რაიონის სოფელ შამგონას მკვიდრი ბადრი ქირია და გოგა ჯოჯუა თავისი სახლის უკან ფიჩხს აგროვებდნენ. თვითმხილველების განცხადებით, მათ გალის რაიონის სოფელ გაგიდის ე.წ. საზღვართან მყოფმა რუსმა ოკუპანტებმა მათთან მისვლა მოსთხოვეს, რის შემდეგაც დააკავეს. ბადრი ქირია, რომელიც არასრულწლოვანია, დღეს გაათავისუფლეს, გოგა ჯოჯუა კი ამ დრომდე გალის იზოლატორში იმყოფება.