საგარეო საქმეთა სამინისტრო საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის საჭირო პროცედურების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
"საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქე, რომელსაც სურს არჩევნებში მონაწილეობის მიღება, უნდა დადგეს საკონსულო აღრიცხვაზე (თუ უკვე არ იმყოფება) 2013 წლის 6 ოქტომბრის ჩათვლით, ან გაიაროს რეგისტრაცია საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში/საკონსულო დაწესებულებაში ან საზღვარგარეთ შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიაში.
საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა საკმაოდ მარტივი პროცედურაა და მისი განხორციელება შესაძლებელია: 1. საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში/საკონსულო დაწესებულებაში გამოცხადებით ან საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში/საკონსულო დაწესებულებაში საფოსტო გზავნილის მეშვეობით შესაბამისი დოკუმენტაციის გაგზავნით. ორივე შემთხვევაში საკმარისია მხოლოდ განცხადება-ანკეტის წარმოდგენა. არ მოითხოვება რაიმე დამატებითი დოკუმენტის წარმოდგენა. 2. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მეშვეობით სააგენტოს მეშვეობით საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა ხორციელდება ონლაინ რეჟიმში შემდეგი ვებ-გვერდის: http://intpass.cra.ge/ConsularMain.aspx მეშვეობით. ამისათვის საჭიროა მხოლოდ განცხადება-ანკეტის შევსება და განმცხადებლისა და განაცხადის მიღებაზე უფლებამოსილი პირის პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის დამყარება", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
საპრეზიდენტო არჩევნები 27 ოქტომბერს გაიმართება.