ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი სკნადალში ეხვევა. აშშ-ში საქართველოს ყოფილი საპატიო კონსული ლაშა დარბაიძე გიორგი სიგუას ფულის გამოძალავაში ადანაშაულებს და აცხადებს რომ მან შესაბამისი ორგანოები უკვე გააფრთხილა და გიორგი სიგუას აშშ-ში ვიზიტის შემთხვევაში მას დააკავებენ. ყოფილი კონსულის თქმით გიორგი სიგუა ადრე სხვადასხვა შეხვედრაზე "ქართული ოცნების ლიდერებთან ერთად ვაშინგტონში უნახავს და ის მასთან დაახოლებას ცდილობდა. „ ვადასტურებ რომ 15 ათას აშშ დოლარზე გამნოვწერე პერსონალური ჩეკი და გიორგი სიგუამ მეორე დღეს ბრუკლინის ერთ-ერთ ბანკში ის გაანაღდა.
გიორგი სიგუა მოვიდა ჩემთან ვინმე ჯრამაძესთან ერთად და მთხოვა ფინანსური დახმარება. მითხრა საქართველოში კადრების დეფიციტია, გველოდებიან, მაგრამ ბილეთის ფულიც არ გვაქვსო და მეც დავეხმარე. საერთოდ არ მოვიკითხავდი ამ ფულს, მაგრამ ამის შემდეგ მოხდა ისეთი რამ, რომ სიგუას კეთილსინდისიერებაზე სერიოზული ეჭვები გამიჩნდა. როცა ბანკიდან გაქონდა თანხა, დამირეკეს ბანკიდან და მკითხეს, ნაღდი ფული გააქვს ვიღაცას და გაიტანოსი? კი- მეთქი, გაიტანოს, ამის შემდეგ ზუსტად 5 დღესში "ფეისბუქით" ისევ მიკავშირდება გიორგი სიგუა და კვალვ ფულს, 10 ათას აშშ დოლარს მთხოვს. მივხვდი, რომ ეს ადამიანი "ქართული ოცნების" სახელით ფულს მზალავდა, არადა ამარ როგორ წარმოვიდგენდი? საარჩევნოდ ჩემი ერთი სახლი დავუთმე და "მერსედესიც" მივეცი. გადავწყვიტე, საქართველოს ხელისუფლებას თვალი ავუხილო და დავუდო მტკიცებულება , სხვათა შორის, შევატყობინე ბანკს რომ პოლიტიკურ პარტიას ამოფარებულმა თაღლითმა 15 ათასი აშშ დოლარი გამომძალა, როგორც კი გიორგი სიგუა შემობრძანდება აშშ-ში, მაშინვე დააკავებენ.“ - აცხადებს ლაშა დარბაიძე გაზეთ ყველა სიახლესთან ინტერვიუში.
ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით კი ფულის გამოძალვას ადგილი არ ჰქონია და ყოფილმა კონსულმა მას ფული თავისი სურვილით მისცა. „ვადასტურებ, რომ შარშან, ოქტომბერში, ლაშა დარბაიძე მე და ანტონ ჯღამაძეს , შეგვხვდა ბრუკლინში, ერთ-ერთ რესტორანში და გვითხრა, ბიჭებო თქვენ ახლა ფული არ გექნებათო და გვაჩუქა 15 ბატასი დოლარი. საბანკო ჩეკი გამოწერა. მანქანაც არ გეყოლებაო, გვითხრა, საიდან მეყოლებოდა მანქანა, 9 წლის წასული ვიყავი ქვეყნიდან. სახლიც კი დაგვითმო საცხოვრებლად, თავისი აგარაკი, რატომ არ მიჩივლა, თუკი თანხა გამოვძალე, რას ელოდა ამდენ ხანს? ეს არის სისულელე და ტყუილი. ჯერ ერთი, თვითონ ამბობს, ვაჩუქეო და თუ მაჩუქა, სად არის კანონი დარღვეული?"- აცხადებს გიორგი სიგუა