ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ზუგდიდში ახალი კლინიკის ასაშენებლად გამგეობის მიერ შეთავაზებული ტერიტორიები დაათვალიერა. ზუგდიდის გამგეობამ საავადმყოფოს ასაშენებლად ჯანდაცვის სამინისტროს, ამ ეტაპზე, 4 ადგილი შესთავაზა. თუმცა, გამგეობაში აცხადებენ, რომ თუკი ამ ადგილებიდან კლინიკის მშენებლობისთვის ფართი ვერ შეირჩევა, შესაძლებელია სხვა ალტერნატიული ადგილებიც გამოიძებნოს.
დავით სერგეენკომ ზუგდიდში ახალი კლინიკის მშენებლობის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივ მოსახლეობას ჯერ კიდევ მარტის თვეში მიაწოდა.