სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი დავით კირვალიძე სავარაუდოდ დღესაც დაიკითხება. ამის შესახებ ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ე.წ მოდულის შენობაში, შსს-ს ანტიკორუფციულ სააგენტოში საქართველოს სოფლის მეურნეობის ყოფილ მინისტრს დავით კირვალიძეს გუშინ, ხუთი საათის განმავლობაში კითხავდნენ. დაკითხვა გუშინ 23.00 საათამდე გაგრძელდა.
როგორც კირვალიძემ Gგუშინ ჟურნალისტებს განუცხადა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დაკითხვის დეტალებზე ვერ ისაუბრებს, გამოძიებას კი ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი გასცა.