33 000 დევნილს 28-ლარიანი დახმარება სავარაუდოდ, შეუწყდება

33 000 დევნილს 28-ლარიანი დახმარება სავარაუდოდ, შეუწყდება

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის დავით დარახველიძის განცხადებით, "საქართველოში ცხოვრობს 33 000 დევნილი, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1 500 ლარზე მეტია".

ამის შესახებ დარახველიძემ პროექტ "საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისთვის" ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ჩვენ გვყავს 33 000 დევნილი, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1 500 ლარზე მეტია. 10 000 მათგანს ყოველთვიურად 20 000-30 000 აქვს შემოსავალი, ხოლო 1 800 დევნილის ყოველთვიური შემოსავალი 40 000 აღემატება. ესენი იბეგრებიან ქონების გადასახადით. ამის შესახებ ცნობილია ფინანსთა სამინისტროსთვის. მიუხედავად ამისა, ამ ადამიანებს ყოველთვიურად ერიცხებათ დევნილთა შემწეობა - 28 ლარის ოდენობით. ჩემი ინიციატივაა, რომ ეს 13 მილიონი ლარი აღარ გაიცეს მათზე და ეს თანხა დაემატოს იმ დევნილთა შემწეობებს, რომელთა ეს მართლაც სჭირდებათ", - განაცხადა დარახველიძემ.