საქართველოს პრემიერ მინისტრის თვითმფრინავს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაფრენისას პრობლემები შეექმნმა. ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი "ყველა სიახლე" აქვეყნებს. "ერთ-ერთი ოფიციალური ვიზიტიდან დაბრუნებისას თვითმფრინავს, რომელშიც პრემიერი და სამთავრობო დელეგაცია იმყოფებოდნენ, დაშვებისას სერიოზული პრობლემა შეექმნა, ყველაფერი მშვიდობიანად კი დასრულდა, მაგრამ მომხდარმა ბიძინა ივანიშვილი ძალიან გააბრაზა და მოითხოვა გარკვეულიყო, რა და როგორ მოხდა.
საბოლოო დასკვნით, შექმნილი პრობლემის მიზეზი სწორედ ასაფრენი ზოლი იყო" წერს ყველა სიახლე. ამავე გამოცემის ცნობით სწორედ ამ ინცინდენტის შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა მთავრობას ასაფრენ დასაფრენის ზოლის პრობლემის დაუყონებლივ მოგვარება დაავალა. ამჟამად ეკონომიკის სამინისტრო თბილისის აეროპორტში სწორედ ასაფრენი ბილიკის რეაბილიტაციის გზებს ეძებს. ის რომ ბილიკი სავალალო მდგომარეობაშია ამას აეროპორტის მმართველი კომპანია TAV GEORGIA-ც ადასტურებს.