ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში სამხედროების წამებისა და ზვიად აბესაძისთვის თავისუფლების აღკვეთის საქმეზე ბაჩო ახალაიას და მასთან ერთად ბრალდებულების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

როგორც ჟურნალისტებს ახალაიას ერთ-ერთმა ადვოკატმა გოგა ონიანმა განუცხადა, პროცესზე ბრალდების მხარე დასკვნით სიტყვას იტყვის. გამორიცხული არ არის, რომ დაცვის მხარემაც დასკვნითი სიტყვა დღეს წარმოთქვას.

სამხედროების წამებისა და ზვიად აბესაძისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის საქმეზე ბაჩო ახალაიას განაჩენი ახლოვდება. დადგენილი ვადა 7 აგვისტოს იწურება, თუმცა არ არის გამორიცხული, აღნიშნულ საქმეზე მოსამართლემ განაჩენი მანამდე გამოიტანოს.

საქალაქო სასამართლოში პროცესს ბაჩო ახალაია ესწრება.