64 არასამთავრობო ორგანიზაცია ევროკავშირს სთხოვს, საქართველოში რუსეთის მიერ განხორციელებულ პოლიტიკას წინ აღუდგეს

64 არასამთავრობო ორგანიზაცია ევროკავშირს სთხოვს, საქართველოში რუსეთის მიერ განხორციელებულ პოლიტიკას წინ აღუდგეს

64 არასამთავრობო ორგანიზაცია ევროკავშირს სთხოვს, საქართველოში რუსეთის მიერ განხორციელებულ პოლიტიკას წინ აღუდგეს.

"აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამოქალაქო საზოგადოების საქართველოს ეროვნული პლატფორმის სახელით, მიმდინარე წლის 22 ივლისს გამართულ აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, ბარონესა ქეთრინ ეშტონს და ევროკომისარს გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულეს განცხადება გაუგზავნეს.

განცხადებაში სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციები ევროკავშირს სთხოვენ, საქართველოში და რეგიონში გააძლიეროს ძალისხმევა რუსეთის ფედერაციის პოლიტიკის წინააღმდეგ, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ახალი, გადაულახავი "საზღვრების" დაწესებას და სხვადასხვა ფორმის ბარიკადების აღმართვას, მავთულხლართების გაბმას ეხება.

განცხადებაში ყურადღება გამახვილებულია აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ოლქში რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე გატარებულ პოლიტიკაზე, რაც საერთაშორისო სამართლის ნორმებს და ქვეყნის სუვერენულ უფლებებს უხეშად არღვევს. განცხადებაში მოყვანილია რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალების მიერ აღნიშნულ ტერიტორიებზე განხორციელებული ფაქტები, მათ შორის, მოსახლეობის ეთნიკური წმენდა და მოსახლეობის მიერ ე.წ. "სასაზღვრო რეჟიმის დარღვევის შემთხვევაში" გატარებული რეპრესიები.

განცხადების ხელმომწერი 64 ორგანიზაცია იმედოვნებს, რომ ევროკავშირს აქვს ხელშესახები ბერკეტები და სთხოვენ მას, რუსეთის ფედერაციის მანკიერ პოლიტიკას წინ აღუდგეს.