სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმეში ბრალდებული მამუკა ივანიაძის ადვოკატი მაია ხუციშვილი დღეს მთავარ პროკურატურაში განცხადების შეტანას გეგმავს.
მაია ხუციშვილის თქმით, პროკურატურაში საგამოძიებო მოქმედების პროცესში მის დაცვის ქვეშ მყოფზე ფსიქოლოგიური ზეწოლა კვლავ განხორციელდა.
ადვოკატი კონკრეტულ ფაქტებს ასახელებს და მომხდარის გამოძიებას ითხოვს.
თავად ბრალდებული მამუკა ივანიაძე კი აცხადებს, რომ მას და მისი ოჯახის წევრებს სისტემატიურად უთვალთვალებენ.
"საგამოძიებო მოქმედების ჩატარების პერიოდში ოთახში, სადაც გამოძიება მიმდინარეობდა, შემოიხედა პირმა, გაიყვანა გამომძიებელი გარეთ და ჩვენს გასაგონად, უთხრა, რომ "დაურეკეთ იმას და უთხარით, რომ ქუჩაში ნუ დააკავებენ, მაინც ყოფილი მინისტრია". ჩვენ, როგორც დაცვის წარმომადგენლს, ერთ გზა გვაქვს დარჩენილი, რომ პროკურატურას ოფიცილური განცხადებით მივმართოთ", - განაცხადა ხუციშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. "ტრაქტორების საქმეზე" სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი დავით კირვალიძე ბოლო დღეების მანძილზე უკვე ორჯერ დაკითხეს.