ერთ-ერთი ვერსიით, ბათუმში 16 წლის გოგონას მკვლელობაში ეჭვმიტანილი პრეზიდენტის მიერ შეწყალებული პირია.
"პირWელი" ინფორმაციის გადამოწმების მიზნით შსს-ს დაუკავშირდა, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით შსს-ში კომენტარს არ აკეთებენ.
შეგახსენებთ, რომ 16 წლის მოზარდის ცხედარი დღეს დილით, ბათუმის ბულვარში იპოვეს. გოგონას ყელი ჰქონდა გამოჭრილი და ზურგზე ლოდი ედო. დაკარგულია მისი კუთვნილი ტელეფონი და ველოსიპედი.
შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე საქმე სისხლს სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით არის აღძრული.
შეგახსენებთ იმასაც, რომ გავრცელებული ინფორმაციით, პოლიცია ბულვართან ახლოს, ნანგრევებში მცხოვრებ ახალგაზრდას ეძებს, რომელიც შესაძლოა, ეჭვმიტანილი ან მთავარი მოწმე აღმოჩნდეს.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, უცნობი ღამეს ხან ნანგრევებში, ხან ხიდის ქვეშ ათენებდა და კონტაქტში არავისთან შედიოდა. მათივე ინფორმაციით, უცნობი ახალგაზრდა უკანასკნელად ველოსიპედით დაინახეს, რამაც მათში ეჭვიც აღძრა.