საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, აუცილებელია, დედაქალაქის არჩეულმა მერმა თავისი მანდატი ბოლომდე მიიყვანოს.
ამის შესახებ ბაქრაძემ თბილისის საკრებულოს ზოგიერთი წევრის ინიციატივის კომენტირებისას განაცხადა, რომლის თნახმად, დედაქალაქის მერის იმპიჩმენტის წესში ცვლილებები უნდა შევიდეს.
"პოლიტიკური საფუძველიც არ არსებობს, რომ პირდაპირი წესით არჩეული დედაქალაქის მერი, რომელსაც მხარს უჭერს ქალაქის მოსახლეობის უმრავლესობა, გადარჩეული იყოს მხოლოდ იმის გამო, რომ საკრებულოში შეიცვალა პოლიტიკური კონფიგურაცია რამდენიმე ადამიანის ერთი ფრაქციიდან მეორეში გადასვლის გამო. ეს არის არასწორი გზა. პატივი უნდა ვცეთ ინსტიტუციებსაც, პატივი უნდა ვცეთ ხალხის ნებასაც. მე ვფიქრობ, აუცილებელია, რომ არჩეულმა მერმა თავისი მანდატი ბოლომდე მიიყვანოს. ნებისმიერი საკანონმდებლო ცვლილება, ნაჩქარევი წესით ახლა, როდესაც რამდენიმე თვეა, დარჩენილი თვითმმართველობის არჩევნებამდე, იქნება მიმართული ერთი კონკრეტული ადამიანის - გიგი უგულავას წინააღმდეგ" - განაცხადა ბაქრაძემ.