იუსტიციის სამინისტრო საჯარო სექტორში დროებით მოვალეობის შემსრულებლად დასაქმებულთა ვადის გახანგრძლივებას ითხოვს

იუსტიციის სამინისტრო საჯარო სექტორში დროებით მოვალეობის შემსრულებლად დასაქმებულთა ვადის გახანგრძლივებას ითხოვს

იუსტიციის სამინისტრო საჯარო სექტორში დროებით მოვალეობის შემსრულებლად დასაქმებულთა ვადის გახანგრძლივებას ითხოვს. აღნიშნულთან დაკავშირებით "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონში ცვლილების პროექტი პარლამენტში უკვე განხილვის საგანს წარმოადგენს. 

როგორც იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე განმარტავს, გარკვეულ ობიექტურ გარემოებათა გამო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში და რიგ საჯარო დაწესებულებებში კონკურსების ორგანიზება ვერ მოხერხდა.

მომზადებული ცვლილებებით, საჯარო მოხელეთა რიგ თანამდებობებზე პირების კონკურსის წესით დანიშვნა 2014 წლის 1-ელ იანვრამდე გადავადდება.