ოთარ ჩრდილელი: არ შეიძლება ბანკები საკუთარ მოქალაქეებს ექცეოდეთ ისე, როგორც აქამდე ექცეოდნენ

ოთარ ჩრდილელი: არ შეიძლება ბანკები საკუთარ მოქალაქეებს ექცეოდეთ ისე, როგორც აქამდე ექცეოდნენ

,,არ შეიძლება ბანკები საკუთარ მოქალაქეებს ექცეოდეთ ისე, როგორც აქამდე ექცეოდნენ', -განაცხადა კოალიცია ,,ქართული ოცნების" დეპუტატმა ოთარ ჩრდილელმა, სადაც კანონმდებლები ერთ-ერთ საკითხად სააღსრულებლო წარმოების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავენ.

მისივე განმარტებით, აუცილებელია საბანკო სექტორმა გადადგან ნაბიჯი საკუთარი მოქალაქეებისკენ და მხოლოდ საკუთარი თავის წარმატებაზე არ იყვნენ მორგებული.

,,ძალიან დიდ ბოდიშს ვუხდი ყველას, მაგრამ ადამიანები ძალიან მაღალ პროცენტს იხდიდნენ, ხელყოფდნენ ადამიანების საკუთრებას, გამარტივებული იყო აღსრულება და ეს სფერო მორგებული იყო მთლიანად ბანკებზე. სძალიან ვთხოვ ბანკებს, გადადგას ნაბიჯი მოქალაქეებისკენ. არ შეიძლება ყოველთვის მოქალაქეებმა გადადგან უკან ნაბიჯი", - განცხადა ჩრდილელმა.