ჩვენ ერთმანეთს ვხვდებით როგორც ძმები, რომლებიც ვემსახურებით ერთიან მართლმადიდებელ ეკლესიას, - ამის შესახებ რუსეთის პატრიარქმა კირილმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, ილია მეორესთან შეხვედრისას განაცხადა. მისი თქმით, ერთიანი სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია განუყოფელია.
"ჩვენ დიდი შრომა გველის. როდესაც ვამბობ სიტყვა ჩვენს, ვგულისმობ ერთიან სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას, რომელიც განუყოფელია. ჩვენი საზღვრები ისტორიამ ჩამოაყალიბა და არა იდეოლოგიამ, ამიტომ ჩვენ ერთმანეთს ვხვდებით როგორც ძმები, რომლებიც ვემსახურებით ერთიან მართლმადიდებელ ეკლესიას", - ბრძანა რუსეთის პატრიარქმა.
ორი ქვეყნის პატრიარქის შეხვედრა მოსკოვში გაიმართა.
რუსეთის გაქრისტიანების 1025 წლისთავთან დაკავშირებით ეკლესიების მეთაურები რუსეთის, უკრაინისა და ბელურუსის პრეზიდენტებს შეხვდებიან.
დაგეგმილია მნიშვნელოვანი ღონისძიებები, ამ მოვლენასთან დაკავშირებით წირვები გაიმართება მოსკოვში, კიევსა და მინსკში.