"ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ნიშნავს, რომ ქართული პროდუქცია ევროპულ ბაზარზე თავისუფლად შევა"

ექსპერტ ლადო პაპავას შეფასებით, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ნიშნავს, რომ ქართული პროდუქცია ევროპულ ბაზარზე თავისუფლად შევა. 

ამის შესახებ პაპავამ "პირWელს" საქართველოსა და ევრპოკავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დასრულების შეფასებისას განუცხადა.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება, სავარაუდოდ, 2014 წლის ბოლოსთვის შევა ძალაში.

"ამით პრაქტიკულად, საქართველოს ეხსენება ევროპულ სავაჭრო სივრცეში ინტეგრირების შესაძლებლობა. ეს ნიშნავს, რომ საქართველოში წარმოებული პროდუქცია თავისუფლად შეიძლება შევიდეს ევროპულ ბაზარზე. ამას ის მნიშვნელობა აქვს, რომ საქართველო ხდება საინტერესო ქვეყანა ინვესტიციების განსახორციელებლად, იმიტომ, რომ სწორედ ეს შეღავათი ექნება საქართველოს ევროპულ ბაზარზე შესვლისთვის. ინვესტიციები, რომელიც ჩაიდება საქართველოში ახალი საწარმოების შესაქმნელად, აისახება ყველა იმ ადამიანზე, რომელიც დასაქმდება. ბუნებრივია, ახალი საწარმოები ახალი შემოსავლებია ბიუჯეტში და ახალი შესაძლებლობები – დაფინანსდნენ პენსიონერები და საბიუჯეტო სექტორის თანამშრომლები. ასე რომ, ეს არის ეკონომიკური განვითარების ძირითადი და ძალზე ძლიერი მასტიმულირებელი. თავისთავად თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი არაფერს იძლევა. თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი იძლევა შესაძლებლობას, დააინტერესოს მეწარმეები საქართველოთი, რათა განახორციელონ აქ ინვესტიციები", - განაცხადა პაპავამ.

რაც შეეხაბა ვალდებულებებს, რაც საქართველოს აღნიშნული ხელშეკრულების ამოქმედების შემდეგ დაეკისრება, ესაა ძლიერი ანტიმონოპოლიური სამსახურის შექმნა, შრომის სათანადო კანონმდებლობა და ხარსიხის კონტროლი.

"ეს ყველაფრი მარტივად გაკეთებადია", - აცხადებს ლადო პაპავა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებები დასრულდა.