ფარმაცევტული პროდუქციის მიმოქცევის წესების დარღვევაზე ჯარიმების გაზრდის ინიციატივის მხარდაჭერისგან იურიდიულ საკითხთა კომიტეტი თავს იკავებს.
კომიტეტმა დღეს, დებატების ფონზე, დეპუტატ კობა დავითაშვილის ინიციატივა განიხილა, რომელიც არსებული ჯარიმების გაორმაგებას ითვალისწინებს. ამავე პროექტის ფარგლებში სამმაგდება ჯარიმები ისეთ მედიკამენტებთან დაკავშირებით, რომელიც სპეციალურ კონტროლს ექვემდებარება და რომელთა მიღება არ არის შესაძლებელი მხოლოდ ინსტრუქციის შესაბამისად, ექიმის დანიშნულების გარეშე.
კობა დავითაშვილის მიერ პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტის თანახმად, საკმაოდ სოლიდური ჯარიმების დაწესებაზეა საუბარი.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრებმა ინფორმაცია მოითხოვეს იმის შესახებ, თუ როგორ მოქმედებს ამჟამად არსებული სანქციები და რამდენად საკმარისია ჯარიმების დონე.
კომიტეტის ხელმძღვანელი ვახტანგ ხმალაძე მიიჩნევს, რომ პროექტით შეთავაზებული ჯარიმები არაპროპორციულია და სწორი არ არის, მაგალითად, დღეს არსებული 3-ათას ლარიანი ჯარიმის 9 ლარამდე გაზრდა.
"წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებები დღეს ადამიანის უფელბათა დაცვის კომიტეტმაც განიხილა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტსგან განსხვავებით, მის პრენარულ სხდომაზე გატანას, მხარი დაუჭირა.