"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" აჭარის რეგიონში მშენებარე ჰესების საკითხზე გუშინ მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.
"აღვნიშნავთ, რომ პრესკონფერენციაზე გავრცელებული ინფორმაცია არსებითად ეყრდნობოდა არასამთავრობო ორგანიზაცია "მწვანე ალტერნატივის" მიერ მოწოდებულ მასალებს. ნიშანდობლივია, რომ ბრიფინგს დაყოვნების გარეშე, საჯაროდ გამოეხმაურა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო და მიუთითა იმ უზუსტობებზე, რომლებსაც მპგ "ქართული ოცნება დემოკრტიული საქართველოს" ხელვაჩაურის რაიონული ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაცია შეიცავდა". პარალელურად სამინისტროს წარმომადგენლები უშუალოდ დაუკავშირდნენ პარტიის ოფისს და მიაწოდეს დეტალური მონაცემები აქცენტირებული საკითხების შესახებ", - აცხადებენ პარტიაში.
აღნიშნულის გათვალისწინებით, "ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო" აჭარის რეგიონში მშენებარე ჰესების საკითხზე ენერგეტიკის სამინისტროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას ავრცელებს.
"1. აჭარის წყალიჰესზე, შუახევიჰესზე და სხალთაჰესზე გაცემულია ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ, რის შემდეგაც, ეკონომიკის სამინისტრომ უნდა გასცეს მშენებლობის ნებართვა.
2. ხსენებული ჰესებიდან წყალსაცავი გააჩნია მხოლოდ შუახევიჰესსა და სხალთაჰესს. სხალთაჰესის წყალსაცავის მშენებლობა გამოიწვევს მხოლოდ 17 ჰექტრის დატბორვას, ხოლო შუახევიჰესის 16,9 ჰექტარს. დანარჩენი ჰესები დერივაციული ტიპისაა, შესაბამისად, მცდარია ინფორმაცია სოფლებისა და სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიების დატბორვის შესახებ.
3. სათავე ნაგებობებსა და კაშხლებში პრაქტიკულად არ ხდება ნატანის შეკავება, რადგანაც კაშხლებს გააჩნიათ გამრეცხი ფარები, რომლთა საშუალებითაც სედიმენტები გაედინება მდინარის კალაპოტში. ნატანი ისევე ჩავა შავი ზღვის სანაპირო ზოლში, როგორადაც ეს ხდება ახლა.
4. ხსენებულ ჰიდროელექტოსადგურები - ხელვაჩაურიჰესი 1, ხელვაჩაურიჰესი 2 და კირნათჰესი, - მდებარეობენ მდინარე ჭოროხზე, ნაცვლად მდინარე მაჭახელისა და აჭარისწყალისა. ხელვაჩაური 1 და კირნათჰესი წყალსაცავიანი ჰესებია, რომელთა კაშხლის სიმაღლეც შეადგენს 15 მეტრს და დატბორვის საერთო ფართობი შეადგენს 143 ჰექტარს, რაც ერთობ მცირე სიდიდეა, ორივე კაშხალს გააჩნია გამრეცხი ფარები და არ აკავებს ნატანს. ხელვაჩაური 2 დერივაციული ტიპის ჰესი იქნება და არ გააჩნია წყალსაცავი.
5. აღსანიშნავია, რომ დატბორილი ტერიტორიების დაახლოებით 60 პროცენტი არის მდინარის კალაპიტის ტერიტირია და არა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.
და ბოლოს კიდევ ერთხელ ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ 20 სოფლის მოსალოდნელ დატბორვა აბსოლუტურად მცდარი ინფორმაციაა", - აღნიშნულია პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.