საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი უცხოელ ინვესტორთა ჯგუფს შეხვდა. პრემიერის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრას საპარტნიორო ფონდის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
"პრემიერ-მინისტრმა ბიზნესმენებს საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემო გააცნო", - განმარტავენ პრემიერის ადმინისტრაციაში.