ბათუმში მოკლული გოგონა 16 წლის მარიამ კოჩალიძეა. ამის შესახებ ბათუმიდან "პირველი რაიდიოს" კორესპონდენტი იუწყება. კოჩალიძე არტ ხელოვნებით იყო გატაცებული ბათუმის ბულვარში ხშირად სახატავად გადიოდა. ოჯახის წევრების განცხადებით გოგონას სახლიდან გასვლის დროს თან IPHONE ბრენდის მობილური ტელეფონი, ველოსიპედი ჩანთა ჰქონდა, თუმცა ყველაფერი მოპარულია. ცხედარი ბათუმის ახალი ბულვარის ერთ-ერთი შენობის ნანგრევებში იყო ჩამალული.
პირველადი დათვალიერებით გოგონა სასტიკად არის ნაწამები, მას მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება. როგორც "პირველი რადიოს" კორესპონდენტთან მისი ახლობლები აცხადებენ, გოგონა მკვლელობამდე გაძარცვეს, წაღებულია ველოსიპედი ჩანთა და მობილური ტელეფონი. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ. "პირველი რადიოს" ინფორმაციით გოგონა ბულვართან ახლოს ცხოვრობდა და საღამოობით ბულვარში სახატავად გადიოდა, ასე მოიქცა გუშინ საღამოსაც, თუმცა მას შედეგ არ სახლში გვიანობამდე არ დაბურუნდა ოჯახმა პოლიციას აცნობა. შსს სამინისტროს აჭარის სამმართველომ ბათუმის ბულვარში 16 წლის გოგონას ცხედრის აღმოჩენის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ამის შესახებ "პირველ რადიოს" შინაგან საქმეთა სამინსიტროდან აცნობეს. სამინისტროს პრესამსახურის ინფორმაციით საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით არის აღძრული.