სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის რუსეთში ვიზიტის ფარგლებში განსახილველ საკითხებს შორის ქართველი მეფეების სამშობლოში გადმოსვენებაცაა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "კავკასიის ფონდის" დირექტორმა, მკვლევარმა გივი ღამბაშიძემ განუცხადა.
"საუბრის ერთ-ერთი ძირითადი საკითხი იქნება სწორედ ქართველ მეფეთა საქართველოში გადმოსვენების თემა. ეს რუსეთის ხელმძღვანელობის მხრიდან გადასაწყვეტი საკითხია. მხოლოდ მათი თანხმობაღაა საჭირო, მეტი არაფერი, დანარჩენი ყველაფერი მზადაა. პროგრამა შემუშავებულია, სამეცნიერო კვლევა ჩატარებული და ა.შ", - განაცხადა ღამბაშიძემ.
მისივე შეფასებით, რუსული მხარე ვალდებულია ქართველი მეფეების ნეშტები, რომლებიც ბედის უკუღმართობით აღმოჩნდნენ ასტრახანში დასაფლავებული, გადმოგვცენ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე რუსეთში დღეს გაემგზავრა.