ის ვიდეომასალა, რომელიც პროკურატურამ გამოაქვეყნა იმ პროცესისი ნაწილია, რომელიც ჩემს წინააღმდეგ მიმდინარეობდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმეში ბრალდებულმა მამუკა ივანიაძემ განუცხადა.
ივანიაძის თქმით, ეს ვიდეომასალა მისი ნების საწინააღმდეგოდ არის ჩაწერილი.
"ეს ვიდეომასალა იმ პროცესის ნაწილია, რომელიც მიმდინარეობდა ჩემს წინააღმდეგ. ეს ვიდეო არის 16 ივნისიდან 25 ივნისამდე პერიოდში ციხეში გადაღებული. არ ვიცოდი, რომ მიღებდნენ, თუმცა ოთახში კამერა იდგა", - განაცხადა ივანიაძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე, მისცა თუ არა ივანიაძემ დავით კირვალიძის წინააღმდეგ ჩვენება ზეწოლის ქვეშ, ივანიაძემ ამ საკითხის კომენტირებისაგან გამოძიების მიმდინარეობიდან გამომდინარე თავი შეიკავა.
მამუკა ივანიაძის ადვოკატი მაია ხუციშვილი აცხადებს, რომ პროკურატურის მიერ წარმოდგენილი ვიდეო ფარული ჩანაწერია, რომელიც ივანიაძის ნების საწინააღმდეგოდ გაკეთდა.
"რაც შეეხება ფარულ ჩანაწერს, განვმარტავ, რომ ეს მისი ნების საწინააღმდეგოდ არის ჩაწერილი, ანუ მას არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ უღებდნენ და იწერდნენ. ივანიაძემ თქვა, რომ ეს არის კიდევ ერთ-ერთი გამოვლინება იმ ზეწოლის, რის გამოც, ჩვენება იქნა მიცემული კირვალიძის მიმართ, - განაცხადა მაია ხუციშვილმა.
ადვოკატის თქმით, პროკურატურაში მას განუცხადეს, რომ ივანიაძეზე ზეწოლის ფაქტთან დაკავშირებით პროკურატურაში გამოძიება გრძელდება, რაც პროკურატურის გუშინდელ განცხადებასთან წინააღმდეგობაში მოდის.
"გამომძიებელმა გვითხრა, რომ გამოძიება გრძელდება და ეს წინააღმდეგობაში მოდის გუშინდელ განცხადებასთან. პროკურატურამ გუშინ ცალსახად თქვა, რომ არ დასტურდება მამუკა ივანიაძეზე ზეწოლის ფაქტები, თუმცა გამოძიება გრძელდება, ეს ორი მომენტი ერთამენთთან წინააღმდეგობაში მოდის", - განაცხადა მაია ხუციშვილმა.
რაც შეეხება დღეს პროკურატურაში დაბარების მიზეზს, როგორც ხუციშვილი განმარტავს, გამომძიებელმა ჩაატარა საგამოძოებო მოქმედება და ივანიაძისგან აიღო ხელნაწერის ნიმუში.
"ერთი გვერდი მოიცავდა ბატონი მამუკას ნააზრების გადმოცემას, მეორე გვერდი კი მოიცავდა, რომ მისცეს მას ნიმუში და ეს ნიმუში გადაწერა", - განაცხადა ივანიაძის ადვოკატმა.
რამდენიმე დღის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე მამუკა ივანიაძემ განაცხადა, რომ ჩვენება სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ზეწოლის სედეგად მისცა, გუშინ კი მთავარმა პროკურატურამ განცხადება გაავცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ივანიაძეზე აზეწოლის ფატქს ადგილი არ ჰქონია.