იშხანზე განხორციელებული სამუშაოების მოსანახულებლად თურქეთში საქართველოდან ექვსკაციანი დელეგაცია გემგზავრა. როგორც "ინტერპრესნიუსს" კულტურის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის სტრატეგიის, ორგანიზაციების კოორდინაციისა და ნებართვების დეპარტამენტის დირექტორმა ბესიკ მაცაბერიძემ განუცხადა, ეს იქნება ტაძარზე განხორციელებული სამუშაოების შეფასებითი ვიზიტი. მისივე თქმით, დღეს ისინი ჩავლენ იშხანში, შეხვდებიან ადგილობრივ კოლეგებს, მათ რეკომენდაციებსა და შენიშვნებს გაუზიარებენ და მათთან ერთად სამომავლო სამუშაოებს დაგეგმავენ. ხვალ კი დელეგაციის წევრები ოშკში გადავლენ და ტაძარს მოინახულებენ. ქართველ სპეციალისტთა ჯგუფი ხვალვე საქართველოში დაბრუნდება.
ჯგუფის შემადგენლობაში კულტურის სამინისტროს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს, ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ცენტრის წარმომადგენლები, ასევე საპატრიარქოდან ერთი რესტავრატორი იმყოფება.
მაცაბერიძემ აღნიშნა, რომ თურქეთში, იშხანზე ქართველ სპეციალისტთა ვიზიტი თურქული მხარის კეთილი ნების გამოხატულების შედეგია. ამ მიზნით კულტურის სამინისტრომ საქართველოში თურქეთის ელჩს ერთი თვის წინ მიმართა.
მაცაბერიძის თქმით, იშზანში ქართველი სპეციალისტები ბოლოს აპრილის თვეში იმყოფებოდნენ.