კოალიცია "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი NDI-ის კვლევებს ეხმაურება.
"კვლევას სერიოზულად ვუდგებით, ვიხილავთ, მაგრამ ვიხილავთ იმ შესწორებით, რომ წინა წლებში ეს კვლევა საშუალო მაჩვენებლით 40%-ით იყო განსხვავებული რეალური მაჩვენებლებისგან. ასევე ეს უაღრესად საინტერესო კვლევა არის. ჯერ ადრეა საუბარი იმის თაობაზე, რა განწყობა არის ჩამოყალიბებული საზოგადოებაში. რა თქმა უნდა, ჩვენ გამარჯვების იმედი და ამბიცია გვაქვს", - განაცხადა მარგველაშვილმა
შეგახსენებთ, რომ NDI-ის მიერ გამქოვეყნებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 29% საქართველოს პრეზიდენტად ყველაზე მეტად გიორგი მარგველაშვილს ისურვებდა.