მიკროავტობუსის მძღოლებისთვის მარშრუტზე მოძრაობის გადასახადი დღეიდან ეტაპობრივად გაიაფდება

მიკროავტობუსის მძღოლებისთვის მარშრუტზე მოძრაობის გადასახადი დღეიდან ეტაპობრივად გაიაფდება

მიკროავტობუსის მძღოლებისთვის მარშრუტზე მოძრაობის გადასახადი დღეიდან ეტაპობრივად გაიაფდება.

როგორც ჟურნალისტებს "თბილისის მიკროავტობუსის" გენერალურმა დირექტორმა დავით ასანიძემ განუცხადა, საზაფხულო სეზონის დადგომასთან და მგზავრდა ნაკადის კლებასთან დაკავშირებით კომპანია მძღოლებს საზაფხულო მოსაკრებელს უწესებს.

მისი განმარტებით, მოსაკრებელი, რომელიც დღიურად საშუალოდ 55 ლარს შეადგენს, მძღოლებისთვის 20%-30%-მდე შემცირდება, რანჟირება კონკრეტული სამარშრუტო ხაზების დატვირთვიდან გამომდინარე მოხდება.

"მოსაკრებლის დაკლება იმ ხაზების მძღოლებს შეეხება, სადაც მგზავრთა ნაკადის კლება ფიქსირდება. ეს შეღავათი მძღოლებს მგზავრთა ნაკადის კლებით გამოწვეული შემცირებული შემოსავლების დარეგულირების საშუალებას მისცემს", - აღნიშნა ასანიძემ.

სამარშრუტო ტაქსის მძღოლებისთვის საზაფხულო მოსაკრებლები 15 სექტემბრამდე იმოქმედებს.