"დემოგრაფიული აღორძინების ფონდის" დამფუძნებლები სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს წარადგენენ

"დემოგრაფიული აღორძინების ფონდის" დამფუძნებლები ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს წარადგენენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" "დემოგრაფიული აღორძინების ფონდიდან" აცნობეს , დღეს, 13:00 საათზე, სასტუმრო "თბილისი მერიოტში" ფონდის დამფუძნებლები თამარ ჩიბურდანიძე და დიმიტრი ხუნდაძე სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს წარადგენენ.

სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში არიან მეუფე შიო (სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი), ბიზნესმენები: ლევან ვასაძე, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, ლაშა პაპაშვილი, ზაზა ნიშნიანიძე და "პალიტრა მედიის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და "კვირის პალიტრის" მთავარი რედაქტორი, გოგა თევდორაშვილი.

ფონდის ცნობით, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა ლევან ვასაძე.