17 წლის გოგონას მდგომარეობა კვლავ მძიმეა

17 წლის გოგონას მდგომარეობა კვლავ მძიმეა

თბილისში, მრავალსართულიანი კორპუსიდან გადმოვარდნილი 17 წლის გოგონას მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. როგორც "ინტერპრესნიუსს" იაშვილის სახელობის კლინიკიდან აცნობეს , გოგონა დაახლოებით ღამის 2 საათისათვის გადაიყვანეს იაშვილის კლინიკაში. იგი ამ მომენტამდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. ნეიროქირურგებთან მიმდინარეობს კონსილიუმი მკურნალობის შემდგომი კურსის გაგრძელებასთან დაკავშირებით.

შესაძლოა, გოგონას უახლოეს წუთებში ოპერაცია გაუკეთდეს, თუმცა ჯერჯერობით, უცნობია რა სახის ქირურგიული ჩარევა დასჭირდება

უბედური შემთხვევა წუხელ მოხდა. გამოძიება მიმდინარეობს, ადგილზე წუხელ სამართალდამცავები მუშაობდნენ.