დღეს გერგეტის სამების დღესასწაული აღინიშნება

დღეს გერგეტის სამების დღესასწაული აღინიშნება

დღეს გერგეტის სამების დღესასწაული აღინიშნება. ამასთან დაკავშირებით, სტეფანწმინდის რაიონის სოფელ გერგეტის ყოვლადწმიდა სამების ტაძარში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა შესრულდება.
გერგეტის ყოვლადწმიდა სამების ტაძარი XIV საუკუნის ძეგლია. ტაძარი სტეფანწმინდის რაიონში მდ. ჩხერის ნაპირას, ზღვის დონიდან 1800 მ-ზე მდებარეობს.

კათოლიკოს-პატრიარქმა 1980 წლის 16 ივლისს გერგეტის სამებაზე წირვისას ამ დღეს სიყვარულის დღესასწაული უწოდა. მას შემდეგ გერგეტის სამებობას სრულიად საქართველო ზეიმობს. ტრადიციულად, დღესასწაულთან დაკავშირებით მომლოცველები გერგეტზე საქრთველოს სხვადასხვა კუთხიდან მიდიან.