იმედა და ეკა კახიანებს ბინიდან იძულებით გამოასახლებენ

იმედა და ეკა კახიანებს ბინიდან იძულებით გამოასახლებენ

30 ივლისს მსახიობ იმედო კახიანსა და მის ქალიშვილს მომღერალ ეკა კახიანს თბილისში ვერაზე მდებარე ბინიდან გამოასახლებენ.

დღეს ამოიწურა ვადა, რომელიც აღსრულების ეროვნულმა ბიურომ კახიანების ოჯახს ბინის ნებაყოფლობით დასაცლელად მისცა. კახიანების ოჯახს ბინის დაცლა მას შემდეგ დაეკისრა რაც უზნაესმა სასამართლომ გუდაურის ქუჩაზე მდებარე ქონების კანონიერ მფლობელად ნატალია ჭეიშვილი მიიჩნია. იმედა კახიანის ოჯახსა და ნატალი ჭეიშვილს შორის საკუთრებაზე დავა რამდენიმე წლის წინ დაიწყო.

კახიანები 2004 წლიდან, ექვსი თვით, ჭეიშვილის ბინაში კორპუსის მშენებელი კომპანიის ხელმძღვანელის თხოვნით შეასახლეს, რომელიც ბინის მფლობელს დროებით სარგებლობაში მისი ქონების გადაცემის სანაცვლოდ ფართის გარემონტებასა და კეთიმოწყობას დაპირდა. ვადის ამოწურვის შემდეგ კი, კახიანებმა ბინა არ გაათავისუფლეს, რის შემდეგაც ბინის მეპატრონემ სასამართლოს მიმართა და კანონიერი გზით ეცადა საკუთარების უფლების დაცვას.

უზენაესმა სასამართლომ, 2013 წლის 12 აპრილს, ძალაში დატოვა საქალაქო და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომლის მიხედვითაც, კახიანებს ბინის გათავისუფლება დაევალათ. "აღსრულების ბიურო, უკვე 30 ივლისს იმედა კახიანის ოჯახს იძულებით გამოასახლებს." განაცხადა "პირველ რადიოსთან" საუბრისას ნატალია ჭეიშვილის ადვოკატმა ქეთი ქვარცხავამ