"დემოკრატიული მოძრაობა" NDI-ს და IRI-ს კვლევებს უნდობლობას უცხადებს

"დემოკრატიული მოძრაობა" NDI-ს და IRI-ს კვლევებს უნდობლობას უცხადებს. "დემოკრატიული მოძრაობის" წევრი, ირაკლი ჭყოიძე მიიჩნევს, რომ კვლევებს "თარხნიშვილის კანტორა" აწარმოებს. 

"მე მინდა საზოგადოებამ იცოდეს, რომ არც NDI და IRI თვითონ ამ კვლევებს არ აკეთებს. აღნიშნული კვლევა ყველასათვის კარგად ცნობილმა თარხნიშვილის კანტორამ ჩაატარა და მხოლოდ მის ტვინში მომწიფდებოდა ის, რომ პირველი ოქტომბრის შემდეგ "ნაციონალური მოძრაობის" რეიტინგის ზრდამ 10%–იან ნიშნულს მიაღწია. ის ფაქტიც, რომ ამ გამოკითხვის მიხედვით დავით ბაქრაძე საქართველოში ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსია თავის თავზე მეტყველებს. რჩება შთაბეჭდილება, რომ თარხნიშვილის გამოკითხვის არეალი არ გასცდენია "ნაციონალური მოძრაობის" სათავო ოფისს," – განაცხადა ჭყოიძემ.