დაღესტანში ბოევიკების ლიკვიდაცია მოახდინეს

დაღესტანში ბოევიკების ლიკვიდაცია მოახდინეს

რუსეთის სპეცსამსახურებმა, იმ ბოევიკების ბლოკირება მოახდინეს, რომლებმაც რამდენიმე ხნის წინ დაღესტანში პოლიციის თანამშრომლები მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას "life.ru" ავრცელებს. 

მათივე ინფორმაციით, ძალოვანებმა დამნაშავეების ბლოკირება დაღესტნის სოფელ ჩაროვალთან მოახდინეს, რომელიც საქართველოს საზღვართან ახლოს მდებარეობს.

დამნაშავეების მოსაძებნად სამართალდამცავების დიდი ძალები იყო მობილიზებული. საქმეში ჩართული იყო ავიაციაც. ორმხრივი ცეცხლის დროს ორი ბოევიკია ლიკვიდირებული.

პოლიციელებზე თავდამხსმელები შემთხვევის ადგილიდან შორიახლოს აღმოაჩინეს. ისინი თავს ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლს აფარებდნენ.

დაღესტანში, სოფელ ბურშთან პატრულირებისას პოლიციის ოთხ თანამშრომელს თავს დაესხნენ. თავდასხმის შედეგად ოთხივე დაიღუპა.