ირაკლი ალასანია:  მეამაყება, რომ ჯარის რეიტინგმა და მხარდაჭერამ საგრძნობლად აიწია

ირაკლი ალასანია: მეამაყება, რომ ჯარის რეიტინგმა და მხარდაჭერამ საგრძნობლად აიწია

მეამაყება, რომ ჯარის რეიტინგმა და მხარდაჭერამ საგრძნობლად აიწია, საზოგადოება კი ამხელა ნდობას გვიცხადებს. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა , ირაკლი ალასანიამ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა. 

მისი თქმით, NDI-ის კვლევებს დეტალურად არ იცნობს, თუმცა ჯარისთვის საზოგადოების მხრიდან გამოთქმული მაღალი ნდობა მას დიდი პასუხისმგებლობას აკისრებს.

"რაც შეეხება კვლევებს, მე არ ვიცნობ, მაგრამ ძალიან მეამაყება, რომ სწორედ ამ პერიოდში ჯარის რეიტინგმა და მხარდაჭერამ საგრძნობლად აიწია და საზოგადოება ამხელა ნდობას გვიცხადებს. ეს პასუხისმგებლობა კარგად მაქვს გააზრებული და ეს აისახება ჩვენს ნაბიჯებშიც. ეს არის იმ ვაჟკაცების და მეომრების დამსახურება ვინც გმირულად იცავს საქართველოს და ჩვენი ხალხის მომავალს ავღანეთშიც და საქართველოშიც", – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.