"რა ფორმით მოხდება რუსეთთან თანამშრომლობა სოჭის ოლიმპიადასთან დაკავშირებით, უახლოეს მომავალში გადაწყდება"

უახლოეს პერიოდში გაირკვევა, თუ რა ფორმით ითანამშრომლებს ქართული მხარე რუსეთის ხელისუფლებასთან სოჭის ოლიმპიადაზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხში.

ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ დღეს ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

"საქართველოს ხელისუფლებამ, მათ შორის, მე არა ერთხელ გამოვთქვი მზადყოფა, რეგიონის ქვეყნებთან, მათ შორის, რუსეთთან სოჭის ოლიმპიადაზე უსაფრთხოების თანამშრომლობის უზრუნველსაყოფად. ჩვენს ინტერესებში შედის, რომ ოლიმპიადამ მშვიდობიანად ჩაიაროს. რა ფორმით მოხდება რუსულ მხარესთან თანამშრომლობა - შუამავალი პირისა თუ სახელმწიფოს მეშვეობით, ეს უახლოეს მომავალში გადაწყდება. ამ საქმეში წამყვანი შს სამინისტროა და თავდაცის უწყება საჭიროების შემთხვევაში კონტრტერორისტულ ოპერაციას უზრუნველყოფს", - განაცხადა ალასანიამ.