NDI-ს კვლევაში მინისტრთა კაბინეტის საქმიანობის შეფასებისას ირაკლი ალასანია ლიდერობს

NDI-ს კვლევაში მინისტრთა კაბინეტის საქმიანობის შეფასებისას ირაკლი ალასანია ლიდერობს

NDI-ს კვლევაში, მინისტრთა კაბინეტის საქმიანობის შეფასებისას თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ალასანია ლიდერობს. მის საქმიანობას გამოკითხულთა 9% ძალიან კარგად აფასებს, 34% - კარგად, ხოლო 32% - საშუალოდ. 

კვლევაში მეორე ადგილზეა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, რომლის საქმიანობას ძალიან კარგად – 12%, კარგად – 31%, ხოლო საშუალოდ – 31% აფასებს. NDI-ს მონაცემებით, მომდევნო ადგილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა დაიკავა. ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობას ძალიან კარგად – 7%, კარგად – 33%, ხოლო საშუალოდ – 35% აფასებს.

რაც შეეხება განათლების მინისტრს, გიორგი მარგველაშვილის საქმიანობას ძალიან კარგად 6%, კარგად – 27%, ხოლო საშუალოდ – 34% მიიჩნევს.

კვლევაში მეხუთე ადგილზეა ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე, რომლის საქმიანობას ძალიან კარგად – 5%, კარგად – 25%, ხოლო საშუალოდ – 40% აფასებს.

მომდევნო ადგილებს NDI-ს რეიტინგებში იკავებენ მაია ფანჯიკიძე, სოზარ სუბარი, ნოდარ ხადური, დავით სერგეენკო, დავით ნარმანია, ალექსი პეტრიაშვილი, პაატა ზაქარეიშვილი და დავით დარახველიძე.

კვლევა 12-დან 26 ივნისამდე პერიოდში ჩატარდა და საქართველოს მასშტაბით 2 338 ადამიანი გამოიკითხა.