ირაკლი ალასანია:  საპრეზიდენტო არჩევნებზე, ჯარისკაცებს, ვერავინ მოსთხოვს მმართველი გუნდის მხარდაჭერას

ირაკლი ალასანია: საპრეზიდენტო არჩევნებზე, ჯარისკაცებს, ვერავინ მოსთხოვს მმართველი გუნდის მხარდაჭერას

საპრეზიდენტო არჩევნებზე, ქართველ ჯარისკაცებს ვერავინ მოსთხოვს მმართველი გუნდის მხარდაჭერას. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ დღეს ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა. 

მისი თქმით, საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები სამაგალითოდ ჩატარდება.

"მე ვიქნები გარანტი იმისა, რომ შეიარაღებული ძალები იქნება აპოლიტიკური. ჯარისკაცებს ვერავინ ვერ მოსთხოვს და ვერ დააძალებს მმართველ გუნდს მისცეს ხმა, როგორც ეს წინა წლებში ხდებოდა. ამასთან დაკავშირებული რამდენიმე ინსტრუქცია უკვე გაცემულია, ასევე ვემზადებით ჩავატარათ არჩევნები ავღანეთშიც", – განაცხადა ალასანიამ.

მისივე თქმით, შეიარაღებული ძალების მიუკეძოებლობა გარანტირებული იქნება და ყველა ჯარისკაცი ხმას საკუთარი ნებით მისცემს.

"თუკი ჩვენ ჯარისკაცებს საპრეზიდენტო არჩევნების დროს ვინმე დააძალებს რამეს, ის იქნება სისხლის სამართლის დამნაშავე," – აღნიშნა ალასანიამ.