NDI - 10%-ით შემცირდა მათი რაოდენობა, ვინც ბიძინა ივანიშვილის საქმიანობას

NDI - 10%-ით შემცირდა მათი რაოდენობა, ვინც ბიძინა ივანიშვილის საქმიანობას "ძალიან კარგად" აფასებს

NDI-ს კვლევის თანახმად, წინა კვლევასთან შედარებით 10%-ით შემცირდა იმ გამოკითხულთა რაოდენობა, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის საქმიანობას "ძალიან კარგად" აფასებენ. 

კითხვაზე, როგორ შეაფასებდით საქმიანობას, ბიძინა ივანიშვილის საქმიანობას ძალიან კარგად რესპონდენტთა 18% აფასებს, კარგად - 37%, საშუალოდ - 22%. კვლევაში შემდეგ ადგილზეა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი. მის საქმიანობას ძალიან კარგად გამოკითხულთა 5% აფასებს, კარგად – 31%, ხოლო საშუალოდ – 37%.

კვლევაში პირველად შევიდა მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი, რომლის საქმიანობას ძალიან კარგად 4% აფასებს, კარგად – 19%, ხოლო საშუალოდ – 31%. გამოკითხვაში მეხუთე ადგილზეა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე, რომლის საქმიანობას ძალიან კარგად 5% აფასებს, კარგად – 21%, ხოლო საშუალოდ – 39%.

კვლევა 12-დან 26 ივნისამდე პერიოდში ჩატარდა და საქართველოს მასშტაბით 2 338 ადამიანი გამოიკითხა.