NDI-ს კვლევით, დავით ბაქრაძე ყველაზე პოპულარული ოპოზიციური ლიდერია

NDI-ს კვლევით, დავით ბაქრაძე ყველაზე პოპულარული ოპოზიციური ლიდერია

NDI-ს კვლევის თანახმად, დავით ბაქრაძე ყველაზე პოპულარული ოპოზიციური ლიდერია. მისი მოწონების მაჩვენებელი 48%-ია. შემდეგ ადგილზე 38%-ით იმყოფება სალომე ზურაბიშვილი, 32%-ით გიორგი თარგამაძე , 28%-ით კახა კუკავა, 25%-ით გიგი უგულავა, 23%-ით პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, 21%-ით ნინო ბურჯანაძე, 20%-ით გიორგი ბარამიძე, 17%-ით ვანო მერაბიშვილი, 13%-ით პავლე კუბლაშვილი, 12%-ით გოკა გაბაშვილი, 11%-ით კი ზურაბ ჯაფარიძე. 

რაც შეეხება დეპუტატებს, პარლამენტის წევრებს შორის მოწონების მაჩვენებლით ეკა ბესელია ლიდერობს, მას 52% აქვს, თინა ხიდაშელი კი გამოკითხულთა 51% მოსწონს, შემდეგ ადგილებზე შესაბამისი 46, 42 და 41%-ით მოდიან დეპუტატები ზვიად ძიძიგური, კობა დავითაშვილი და მანანა კობახიძე.

კვლევა 12-დან 26 ივნისამდე პერიოდში ჩატარდა და საქართველოს მასშტაბით 2 338 ადამიანი გამოიკითხა.