NDI-ის გამოკითხულთა 29% საქართველოს პრეზიდენტად ყველაზე მეტად გიორგი მარგველაშვილს ისურვებდა.
რაც შეეხება "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს, მას გამოკითხულთა 10% უჭერს მხარს.
ნინო ბურჯანაძეს გამოკითხულთა 5% უჭერს მხარს, გიორგი თარგამაძეს - 4%, შალვა ნათელაშვილს - 3%, სალომე ზურაბიშვილის - 3%.
ამასთან, გამოკითხულთა 26% აცხადებს, რომ არ იცის ვის ისურვებდა საქართველოს პრეზიდენტად, 7% ჩამოთვლილთაგან არცერთს არ მისცემდა ხმას, ხოლო 8% აცხადებს, რომ სხვა კანდიდატს ისურვებდა.
შეგახსენებთ, რომ NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 12-26 ივნისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,338 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.
კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (შიდა) აფინანსებს და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) ატარებს.