NDI-ის კვლევის თანახმად, კოალიცია "ქართული ოცნების" მოწონების მაჩვენებელი წინა კვლევასთან შედარებით, 60-დან 52 პროცენტამდე შემცირდა. უცვლელია "ნაციონალური მოძრაობის" მაჩვენებელი და კითხვაზე , რომელი პარტიაა თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, "ნაციონალური მოძრაობა" 10 პროცენტმა დაასახელა.
გამოკითხულთა 15 პროცენტი კი აცხადებს, რომ მის შეხედულებებთან ახლოს არც ერთი პარტია არ დგას.