გიორგი კანდელაკი:  ძალადობის შემთხვევები გახშირებულია, როგორც პოლიტიკური ოპონენტების, ასევე რელიგიური უმცირესობების წინააღმდეგ

გიორგი კანდელაკი: ძალადობის შემთხვევები გახშირებულია, როგორც პოლიტიკური ოპონენტების, ასევე რელიგიური უმცირესობების წინააღმდეგ

საპარლამენტო უმცირესობის შეფასებით, პარლამენტში დეპუტატთა პროფესიული და ეთიკური სტანდარტების დანერგვა აქტუალურია ისე, როგორც არასდროს. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი კანდელაკმა განუცხადა, ამ თვალსაზრისით, შესაძლოა, არც წინა პარლამენტები წყვეტდა ვარსკვლავებს, მაგრამ ცხადზე ცხადია, რომ ეთიკური თვალსაზრისით, სიტუაცია გაუარესებულია.

"უმრავლესობის ლიდერთა განცხადებებმა, სადაც მოწოდებები იყო ძალადობისკენ და ანგარიშსწორებისკენ, შექმნა კლიმატი, რომ ასეთი ფაქტები ქვეყანაში არის გახშირებული. ძალადობის შემთხვევები გახშირებულია როგორც პოლიტიკური ოპონენტების, ასევე რელიგიური, ეთნიკური თუ სხვა უმცირესობების წინააღმდეგ. ამ კლიმატს ამძაფრებს ის გარემოებაც, რომ როდესაც ძალადობის ფაქტებს აქვს ადგილი, აღარ ხორციელდება დამნაშავეთა დასჯა", - აღნიშნა "ინტერპრესნიუსთან" საუბარისას გიორგი კანდელაკმა.

სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ"-ში ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის და "საერთაშორისო გამჭვირვალობის" ინიციატივით შეხვედრა მიმდინარეობს, რომლის მთავრ თემას პარლამენტის წევრთა პროფესიული და ეთიკური სტანდარტების დახვეწა და გაუმჯობესება წარმოადგენს. განხილვის საგანია 2004 წელს შემუშავებული პარლამენტართა ეთიკის კოდექსი.

შეხვედრაში მონაწილეობას იღებენ საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წარმოადგენლები, ადგილობრივი და უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. შეხვედრა პარლამენტის თავნჯდომარემ დავით უსუფაშვილმა გახსნა.