თეა წულუკიანი:   სასურველია, ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით თომას ჰამარბერგის დასკვნა რაც შეიძლება მალე იყოს

თეა წულუკიანი: სასურველია, ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით თომას ჰამარბერგის დასკვნა რაც შეიძლება მალე იყოს

სასურველია, რომ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით თომას ჰამარბერგის დასკვნა რაც შეიძლება მალე იყოს, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს სასტუმრო "რედისონში" განუცხადა. 

მისი თქმით, მთავრობას ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით რეაგირება გაუგრძელდა, არადა საზოგადოება წუხს და შფოთავს.

"თომას ჰამარბერგის დასკვნა როდის იქნება არ ვიცი, მაგრამ სასურველია, რომ ეს იყოს რაც შეიძლება მალე, რადგან მთავრობას გაუგრძელდა დრო რეაგირების ამ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით. არადა, საზოგადოება წუხს და შფოთავს. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ორი კატეგორიაა: ერთი კატეგორია არის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები, მეორე კატეგორიის კადრები, სავარაუდოდ, დანაშაულის შემცველია. ამ ორი ტიპის კადრებს, სხვადასხვა მიდგომა ჭირდება და ჩვენ დაველოდებით მთავრობის მრჩევლის თომას ჰამარბერგის რეკომენდაციებს, იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მივუდგეთ ამ ორი ტიპის კადრებს", - განაცხადა თეა წულუკიანმა.