ქეთი ზარნაძე:

ქეთი ზარნაძე: "ელენე თევდორაძე პატიმართა გათავისუფლებაში ფულს იღებდა"

ვიცე პოლკოვნიკი ქეთი ზარნაძე, რომელიც პატიმრობიდან ცოტა ხნის წინ გაათავისუფლეს, ქალთა კოლონიაში არსებულ კორუფციულ გარიგებებზე ალაპარაკდა. ზარნაძის თქმით პატიმართა ვადაზე ადრე გათავისუფლება ან შეწყალება, მხოლოდ სოლიდური თანხების გადახდის შედეგად ხდებოდა, ზარნაძის მტკიცებით ქალთა კოლონიის ხელმძღვანელი მედეა ალანია და შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ელენე თევდორაძე გარიგებულები იყვნენ და ამის ფარული ჩანაწერებიც არსებობს. 

" ელენე თევდორაძე ალანიას სულ წილში ჰყავდა. არსებობს ჩანაწერი, სადაც ალანია მეგრულად ლაპარაკაბობს და როცა დრო მოვა გამოვაჩენ ამ ჩანაწერს. იქ ალანია ეუბნებოდა პატიმარ ქალს ეს იყო ბერია, რომ 100 დოლარი უკვე მიცემული გვაქვს ელენესთვის და ის გაგიკეთებს გასვლასო. ელენე თევდორაძე, რომ ფულს იღებდა ეს ყველა პატიმარმა იცის" აცხადებს ყოფილი

პატიმარი ქეთი ზარნაძე გაზეთ "კვირის ქრონიკასთან" საუბრისას.