კოკი იონათამიშვილი: „ყველაფერი კარგად ყოფილა „ნაციონალებში“ და ერთი მე ვერ მივხვდი რაღაცეებს?

კოკი იონათამიშვილი: „ყველაფერი კარგად ყოფილა „ნაციონალებში“ და ერთი მე ვერ მივხვდი რაღაცეებს?

კოკი იონათამიშვილი გამორიცხავს, რომ მისი გადაწყვეტილება „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვების თაობაზე სოციალური მდგომარეობით იყო განპირობებული. როგორც ინათამიშვილმა „პირველი რადიოს“ რადიოკლუბში განაცხადა, ის არ ეძებდა თავშესაფარს „ქართულ ოცნებაში“. რაც შეეხება პრეზიდენტის მიერ გამოქვეყნებულ წერილს სადაც იოანთამიშვილი მიხეილ სააკაშვილს წერდა რომ ვალები აქვს და ბიზნესის გაყიდვაში დახმარებას სთხოვდა, პარტიის უკვე ყოფილი წევრი ამბობს, რომ პრეიზდენტის ეს ნაბიჯი მეტ-ნაკლებას „წარმატებული მცდელობა“ იყო.

„წერილის გამოქვეყნება, რომელიც მოხდა იყო მცდელობა იმის, რომ გადაფარულიყო ის პოლიტიკური მოტივები, რომელიც იყო ჩემს განცხადებაში ნაჩვენები და ეს აღმოჩნდა მეტ-ნაკლებად წარმატებული მცდელობა. რომ დავუშვათ ესე ფიქრი მაშინ გამოდის, რომ ყველაფერი კარგად ყოფილა „ნაციონალურ მოძრაობაში“ და მე ვერ მივხვდი რაღაცეებს“,-განაცხადა იონათამიშვილმა