რატომ მიჰყიდა ყოფილმა ხელისუფლებამ „ვისოლს“ ქონება ერთ ლარად?

რატომ მიჰყიდა ყოფილმა ხელისუფლებამ „ვისოლს“ ქონება ერთ ლარად?

„ვისოლ ჯგუფი“ ყოფილი ხელისუფლების პირობებში სახელმწიფოსგან ერთ ლარად მიღებულ ქონებასთან დაკავშირებით განმარტებებს „კომერსანტთან“ აკეთებს.

როგორც კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე განმარტავს, 2010 წელს სახელმწიფოსგან საინვესტიციო ვალდებულებებით საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ ბაზა მიიღეს. ლევან ფხაკაძის თქმით, იმ პერიოდში კლუბების პრივატიზაცია იწყებოდა და სახელმწიფოს მხრიდან მოხდა მათთვის შეთავაზება.

ლევან ფხაკაძე ამბობს, რომ „ვისოლმა“ სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვან მიმართულებაში ინვესტირებაზე თანხმობა განაცხადა და ეს შეთანხმება ორმხრივი იყო. ფხაკაძე ამბობს, რომ ინვესტირების ვალდებულება ჯგუფს 7 წელზე აქვს გაწერილი, თუმცა საბოლოო ჯამში „ვისოლი“ „ტორპედოში“ იმაზე მეტ ინვესტიციას ჩადებს, ვიდრე დაგეგმილი იყო და ინვესტიციის სახით 25 მილიონის ჩადება მოხდება. „კომერსანტი“ სილქროუდ ჯგუფის“ პოზიციის შემოთავაზებასაც შეეცდება, რომელმაც სახელმწიფოსგან ქონება ასევე ერთ ლარად მიიღო.