საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე რჩეულიშვილების ოჯახის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს. როგორც ქადაგიძემ ჟურნალისტებს სასტუმრო "რედისონში" განუცხადა , ის ამ ბრალდებებზე კომენტარს არ გააკეთებს.
"ამაზე კომენტარიც კი სასაცილოა. თუ რატომ ასახელებს ჩემს გვარს, ეს ვახტანგ რჩეულიშვილს უნდა ჰკითხოთ", - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.
რჩეულიშვილებმა განაცხადეს, რომ გიორგი ქადაგიძის, გიგი უგულავას და ზურაბ ადეიშვილის უშუალო ჩარევითა და იძულებით მოხდა "ცენტრ პოინტის" მართვის აქციების "დექსუსისთვის" გადაცემა.